2016 წელს ქართველ რეჟისორებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ფილმები ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალზე „მესამე ათასწლეული” წარადგინონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვატიკანში კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჯანფრანკო რავაზისთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. ასევე, რეჟისორ და დოკუმენტალისტ კარლო ჰინდერმანთან ვიზიტის დროს დაიგეგმა ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელიც რომში შედგება.
ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები