რუბრიკები
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას საქართველოს რეგიონებიც უერთდებიან

დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციები ასევე გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბოლნისში.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მარიხუანის მოხმარების გამო შეწყდეს ადამიანების დაპატიმრება და ასევე შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირება.

"ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვის გამო.

ასევე მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო პრაქტიკის - შემთხვევითი შერჩევის წესით მოქალაქეთა დაკავების და მათი იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას.

ისეთი ნარკოკანონმდებლობის არსებობა, რომელიც უარყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არ პასუხობს ცივილიზაციის თანამედროვე გამოწვევებს და არის ყველა მახასიათებლით არაჰუმანური, შეუძლებელია, არ აღელვებდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა თავისუფლებისმოყვარე და კულტურულ ადამიანს.

გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები დაკანონებული ბოროტებისგან. კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანების დევნა მარიხუანის მოხმარების გამო. ერთად შევცვალოთ უსამართლო ნარკოკანონმდებლობა!", - მოითხოვენ აქციის ორგანიზატორები.

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ. კანონპროექტის განხილვის წამყვანად ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაასახელა. კანონპროექტის შესახებ სავალდებულო დასკვნები ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა მოამზადონ. ინიციატივა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ 28 მაისს დაარეგიტრირა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.