სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე, 150 ტონა პომიდვრის მოსავალი უკვე მიღებულია, რომელიც, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე – ექსპორტზეც გადის. ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი, გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესზმენები არიან, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს. “საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და მნიშვნელოვანია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. რესურსი 3 ეტაპად ვითარდება. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც მართლაც ეროვნული საქმეა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები