"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ანი ნადარეიშვილის ორგანიზაცია "
თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრები ნიკოსეულ სასახლეში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას საპროტესტო აქციით დახვდენენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მთავრობის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათები უჩვენეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი დღეს ზუგდიდს სტუმრობს. მან ცაიშის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მოგვიანებით მან ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ამერიკული რესტორანი "მაკდონალდსი" ოფიციალურად გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები