რუბრიკები
ამერიკის დღეების აღნიშვნა დღეს ზუგდიდიდან დაიწყო (ვიდეო)
ამერიკის დღეებით გათვალისწინებული ღონისძიებები ზუგდიდში 10 სთ - დან ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა, რომელიც ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 15 სთ-ზე იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში ამერიკის დღეების საინფორმაციო გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, საგრანტო პროგრამები, USAID-ის პროექტები და მშვიდობის კორპუსი საქართველოში. დღესასწაული დღეს,18 სთ-ზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ბენდის Dangerflow და Sea2Sea მოცეკვავეების კონცერტით დასრულდება. საინფორმაციო გამოფენას დღეს შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ერთად, სამეგრელოში ჩამოსული პრემიერ- მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილს ახლდნენ კულტურის და ეკონომიკის მინისტრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ დაათვალიერეს, გამოფენა და დააგემოვნეს იქ წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით, ამერიკული დღეების აღნიშვნა ოთხ ქალაქში, 2-დან 6 ივნისამდე იგეგმება. 3 და 4 ივნისს ღონისძიება ახალციხესა და გორში ჩატარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.