პირველ საპრემიერო უიქენდზე ფილმ „სან ანდრეასის“ შემოსავალმა, რომელშიც მთავარ როლს დუეინ ჯონსონი ასრულებს, მოულოდნელად 53,2 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპერტები ფილმს 40-45 მილიონი დოლარის გამომუშავებას უწინასწარმეტყველებდნენ. საინტერესო ისიცაა, რომ ფილმის მაყურებელთა უმეტესობა, დაახლოებით 52%, ქალბატონებისგან შედგება. 70%-ზე მეტი მაყურებლის ასაკმა 25 წელზე მეტი შეადგინა.
გასული შაბათ-კვირის კიდევ ერთი დებიუტანტის, კომედია „ალოჰამ“ შემოსავლის მიხედვით, ხეუთეულში მოხვედრა ვერ შეძლო. ამ ფილმში მონაწილეობა ისეთმა ვარსკვლავებმა მიიღეს, როგორებიც ემა სტოუნი, ბრედლი კუპერი, რეიჩელ მაკადამსი და ბილ მიურეი არიან. ნამუშევრის წინა კვირის შემოსავალმა, ჯამში, 10 მილიიონი დოლარი შეადგინა. ამჟამად ეს ზაფხულის სეზონის დაწყების ყველაზე ცუდი შედეგია.
მეორე ადგილზე ფილმ „იდეალური ხმის“ მეორე ნაწილი გავიდა, რომელმაც 14,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილი „მომავლის დედამიწამ“ დაიკავა – მისმა შემოსავალმა 13,8 მილიონი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები