Apple გეგმავს საკუთარი სტრიმინგული მუსიკალური სერვისი გაუშვას, რომელიც თევში $10 ეღირება.
მოსალოდნელია, რომ ახალი სერვისის ოფიციალური ანონსი მოხდება კონფერენცია WWDC-ზე, რომელიც 8 ივნისს იწყება. თუმცა, Apple-ს ჯერ არ დაუხურავს გარიგებები ისეთ მსხვილ ხმის ჩამწერ სტუდიებთან, როგორებიცაა: Universal Music Group-ი, Sony Music Entertainment-ი და Warner Music Group-ი.
გარდა ფასიანი სერვისისა, Apple მომხმარებლებს მუსიკას უფასოდაც შესთავაზებს, თუმცა ძალიან შეზღუდული რაოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები