პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმა და მისმა ცოლმა გლედის პორტუგეზმა მეორედ განქორწინება გადაიფიქრეს.
54 წლის ვან დამმა განაცხადა, რომ თავის 57 წლის ცოლს აღარ გაშორდება. ამის შესახებ მან პორტალ TMZ-თან ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათი ურთიერთობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
„ჩვენ ოჯახის შენარჩუნება შევძელით. განქორწინება ყოველთვის ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. დღეს მსოფლიოში იმდენი წყვილი შორდება ერთმანეთს, რომ მე და გლედისმა გადავწყვიტეთ მათ სიას არ შევმატებოდით“, - განაცხადა ვან დამმა.
2015 წლის მარტში ვან დამის ცოლმა განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა. მან დოკუმენტებში გაყრის მიზეზად ცოლ-ქმარს შორის არსებული „გადაუჭრელი უთანხმოება“ დაასახელა.
ვან დამი და პორტუგეზი ორ შვილს ზრდიან. ცოლ-ქმარი ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოფიციალურად 1992 წელს განქორწინდა, თუმცა 1999 წელს ჟან-კლოდი და გლედისი ისევ შეუღლდნენ.
მასალის გამოყენების პირობები