ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 200 გ
თეთრი შოკოლადი - 50 გ
მარწყვი - 400 გ
კვერცხი - 6ც
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
მარილი - ერთი მწიკვი
მომზადების წესი:
მარწყვები გაჭერით შუაზე და ჩააწყეთ ჭიქებში, ისე, რომ კედლებს მჭიდროდ ეკვროდეს. მასზეა დამოკიდებული დესერტის გარეგნული მხარე.
შავი შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. დაამატეთ 6 კვერცხის გული და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა, დაამატეთ ლიმონის წვენი და მწიკვი მარილი.
ათქვეფილი კვერცის ცილის მესამედი კარგად აურიეთ შოკოლადისა და კვერცხის გულების მასაში.
შემდეგ მიღებული მასა დაამატეთ დარჩენილ კვერცხის ცილას, ფრთხილად აურიეთ, ისე რომ შეინარჩუნოთ ცილის ჰაეროვნება. მიღებული ნარევი ჩაასხით ჭიქებში, სადაც მარწყვები ჩააწყეთ.
გაადნეთ თეთრი შოკოლადი და მორთეთ დესერტი. ამისთვის საკონდიტრო ქაღალდი დაახვიეთ სამკუთხედის ფორმით, გამოაჭერით წვერი, ჩაასხით თეთრი შოკოლადი და მოხატეთ სხვადასხვა ფიგურები. შემდეგ შედგით მაცივარში და გააჩერეთ ერთი საათით.
მასალის გამოყენების პირობები