რუბრიკები
Google და Levi’s-ი სენსორულ ჯინსებს გამოუშვებს
Google-ის ქვედანაყოფმა, Advanced Technology And Projects-მა (ATAP), სან-ფრანცისკოში, კონფერენცია Google I/O-ზე დააანონსა მიკროსენსორები, რომელთა ინტეგრაცია შეიძლება ქსოვილში, რაც მისგან შეკერილ ტანსაცმელს ელექტრონულ მოწყობილობად აქცევს. მოსალოდნელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, Google ტანსაცმლის მწარმოებელ ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლებს. პირველ ეტაპზე კი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორი, ჯინსების მწარმოებელი Levi’s-ი იქნება. პროექტის სახელწოდებაა Project Jacquard-ი და მისი წარდგენისას კონფერენციაზე, ივან პუპირევმა განაცხადა, რომ „სენსორული“ ქსოვილისგან შეკერილი პიჯაკი აცვია. ATAP-ის სპეციალისტებმა მოიფიქრეს როგორ უნდა ინტეგრირდეს სენსორები ქსოვილში, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს მისგან ტანსაცმლის შეკერვა და შემდგომში მისი მოვლა. პუპირევმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისნაირი პიჯაკის მფლობელს, მაგალითად, სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთ-ერთ სახელოზე ხელის გასმით. ამ პროექტის ფარგლებში Levi’s-ი ელექტრონული ჯინსების შეკერვას აპირებს, განაცხადა Levi’s-ის გლობალური ინოვაციური პროდუქციის მიმართულების ხელმძღვანელმა პოლ დილინჯერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.