BBC-ის ჟურნალისტებმა ბოდიში მოიხადეს დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის ავადმყოფობისა და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციისისთვის.
როგორც გაირკვა, რეპეტიციის დროს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, საკუთარ Twitter-ზე შემთხვევით გამოაქვენა შემდეგი შინაარსის ტექსტი :
„სასწრაფოდ! დედოფალი ელიზაბეტი ჰოსპიტალიზირებულია მეფე ედუარდ VII-ს სახელობის საავადმყოფოში“.
სენსაციური სიახლე უმალ გავრცელდა საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ინფორმაცია ცრუა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურმა, ცოტა ხანში გამოაქვეყნა, რომ დედოფალი იმ დღეს მართლაც იმყოფებოდა საავადმყოფოში, ოღონდ ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად.
მასალის გამოყენების პირობები