ინგრედიენტები:
კარტოფილი 6
კარაქი 4 ს.კ
ფქვილი 3 ს.კ
რძე 500-550 მლ
მარილი და პილპილი
გახეხილი ყველი 200 გ
მომზადების წესი:
ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე,ტაფა საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ და კარაქი გაადნეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სწრაფად აურიეთ. შუშეთ, სანამ მსუბუქ ყავისფერს მიიღებს, დაამატეთ რძე, ამრილი, პილპილი და კარგად აურიეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. მიღებული სოუსი გადაასხიტ ცალკე ჯამში.
კარტოფილი თხელ ფირფიტებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ჩაალაგეთ კარტოფილი და მოასხით სოუსი. კარტოფილის ფენებს შორის ცოტა ყველიც მოაყარეთ (დაახლოებით ნახევარი), დანარჩენი ყველი კი ზემოდან.
ტაფას ფოლგა დააფარეთ და ღუმელში შედგით. კარტოფილი რომ დარბილდება, ფოლგა მოაძრეთ რომ ზემოდანაც დაიბრაწოს.
მასალის გამოყენების პირობები