ჯეისონ სტეტჰემი იმ მსახიობთა შორისაა, რომლებიც აგენტ 007-ს როლის შეასრულებას დაეთანხმდებოდნენ. ამის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სტეტჰემმა თავად განაცხადა.
„დავთანხმდებოდი თუ არა ამ როლს? რა თქმა უნდა. მე ღირსეულ, სულ სხვა ბონდს წარვადგენდი“, – განაცხადა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ დენიელ კრეიგის შესაძლო შემცვლელებს შორის არაერთი მსახიობი მოიაზრება, რომელთა შორის იდრის ელბაა, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილი სერიალ „ლუთერისა“ და „მარველის“ პროექტების შემდეგ გახდა. თავად კრეიგმა არაერთხელ განაცხადა, რომ აგენტ 007-ს როლებს იქამდე შეასრულებს, სანამ ეს ფილმის რეჟისორებს დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბონდზე ფილმის 24-ე ეპიზოდს, სახელად „007: სპექტრი“, რომელშიც მთავარი გმირი კვლავ წარსულია აჩრდილებს დაუპირისპირება, ბრიტანელ მაყურებელს 2015 წლის ოქტომბერში წარუდგენენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი 2015 წელს შედგება. მთავარი როლის შემსრულებლის გარდა, ფილმში ასევე მინიკა ბელუჩი, დეივ ბატისტა, დენიელ კრეიტი, რაიფ ფაინსი, კრისტოფ ვალცი, ლეა სეიდუ, ბენ უიშოუ, ნაომი ჰარისი, ენდრიუ სკოტი და სხვები ითამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები