ოსაკაროსან მსახიობ რობინ უილიამსის ცოლს და შვილებს, პოლიციამ მეტი დროს მისცა, რათა საბოლოოდ გადაეწყვიტათ დავა მსახიობის ქონებაზე. სან ფრანცისკოს სასამართლოს მოსამართლემ ენდრიუ ჩენგმა მათ დრო 29 ივლისამდე მისცა, იუწყება Ace Showbiz.
დავა პირველ ივნისს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მსახიობის ქვრივმა და 3 შვილმა წინა ქორწინებიდან, შეთანხემაბს მაინც ვერ მიაღწიეს.
ბატონი უილიამსის შვილების ადვოკატმა მერიდიტ ბაშნელმა, განაცხადა, რომ არსებობს 300-მდე პირადი ნივთი: ტანსაცმელი, წიგნები, ველოსიპეტი და მრავალი სხვა ამგვარი ნივთი, რომელთა განაწილებაც 2 სასამართლო პროცესის შემდეგაც ვერ ხერხდება.
რობინ უილიამსმა თავი 2014 წელს ჩამოიხრჩო, საკუთარ სახლში სადაც იგი სუზანთან ერთად ცხოვრობდა. მან ანდერძად დატოვა, რომ სუზანი ფულს მთელი სიცოცხლის მანძილზე მიიღებდა.
მეორეს მხრივ, მსახიობმა თავის სამ შვილს US$100 მილიონის ღირებულების ქონება დაუტოვა, Napa County-ში მდებარი სახლის გაყდვიდან შემოსული თანხის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები