Google-ის საძიებო სისტემაში მსოფლიოს ათი მთავარი კრიმინალის ძებნისას ინდოეთის პრემიერის ფოტო გამოჩნდა
ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის ბოდიშს უხდის. ამის მიზეზი Google-ის საძიებო სისტემაში მსოფლიოს ათი მთავარი კრიმინალის ძებნისას ინდოეთის პრემიერის ფოტოს გამოჩენა გახდა.
როგორც Google-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის ნარენდა მოდის იმ გაუგებრობის გამო, რაც მათი თქმით, შესაძლოა, სისტემის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ინდოეთის პრემიერის ფოტო მსოფლიოს ისეთი კრიმინალების გვერდით გამოჩნდა, როგორიცაა "ალ-ქაიდას" ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი და 1993 წელს განხორციელებული მუმბაის ტერაქტის ორგანიზატორი, დავუდ იბრაჰიმი. Google-ის შეცდომას სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
GOOGLE და LEVI’S-ი სენსორულ ჯინსებს გამოუშვებს
GOOGLE-მა საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა
GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
GOOGLE ძიების შედეგების ჩვენების გარდა, ვაჭრობასაც იწყებს
GOOGLE დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასს უხდის
2015 წელს GOOGLE-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება
GOOGLE მობილური ოპერატორი გახდა
GOOGLE MAPS-მა დასახელება “სუხუმი” “სოხუმად” შეცვალა
GOOGLE-მა GOOGLE GLASS-ის წარმოება შეაჩერა
მასალის გამოყენების პირობები