7 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 06:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 220“-დან 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი -1“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 29 811 აბონენტს (ზუგდიდის მომსახურების ცენტრი მთლიანად ქალაქის ცენტრის გარდა); წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 1417 აბონენტს (სოფლები: ეწერი და ობუჯი-ნაკიფუ); ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტ ს(სოფელი ლესიჭინე); სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1408 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, უშაფათი, ზანა, ფოცხო); ხობის მომსახურეობის ცენტრის 1364 აბონენტს (სოფლები: ხეთა, ხამისკური, თორსა).
8 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ნარაზენის“ 10 კვ ფიდერები N1 11:00 საათიდან 12:30 საათამდე და ფიდერი N2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 252 აბონენტს:(სოფლები:ჭაქვინჯი, ნარაზენი).
8 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ხობი“-ს 10 კვ ფიდერები N2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე; N4 15:30 საათიდან 17:00 საათამდე; N5 17:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურების ცენტრის 1070 აბონენტს, (444 აბონენტი ქალაქი და 626 აბონენტი სოფელი კოლხეთი). სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები