ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს. შესაბამისი დებულება ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
ზემოაღნიშნული საბჭოს ფუნქციებში შევა: შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადების შემუშავება, შშმ პირების რეალიზაციის მიზნით, სამართლებრივი აქტების პროექტების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის წარდგენა. ასევე, შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და მისი განხორცილების უზრუნველყოფა, შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და სხვა.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეები და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები