რეცეპტის ინგრედიენტები:
საკმაზი:
1 ჭიქა ზეთისხილის ზეთი (შესაძლებელია ¾ ჭიქაც)
1 დიდი ან 2 საშუალო ლიმონი (დაწურვამდე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე)
2–4 ჩაის კოვზი ორეგანო (თავშავა)
3 ჩაის კოვზი ახლად დაქუცმაცებული ნიორი (2 საშუალო კბილი)
1 ჩაის კოვზი გამხმარი რეჰანი
2 ჩაის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
½ ჩაის კოვზი მარილი (ან გემოვნებით)
1 ჩაის კოვზი შაქარი
½ ჩაის კოვზი ახალი დაფქული შავი პილპილი (ან გემოვნებით)
სალათა:
1 დიდი სალათის ფურცელი (დაჭრილი, ან 2 პატარა)
2–3 პატარა პომიდორი (გრძლად დაჭრილი)
1 კიტრი (გათლილი, თესლგაცლილი და დაჭრილი)
1 თავი წითელი ხახვი, ფენებად დაჭრილი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა (თესლგაცლილი, რგოლებად ან გრძლად დაჭრილი)
200 გ ფეტას ყველი (დაფშვნილი)
1 ჭიქა ზეთისხილი (სასურველია კალამატას ჯიშის)
მომზადების წესი :
1. ათქვიფეთ ზეთისხილის ზეთი ლიმონის წვენთან, 2 ჩაის კოვზ გამხმარ ორეგანოსთან, ნიორთან, გამხმარ რეჰანთან, 2 ჩაის კოვზ წითელი ღვინის ძმართან, შაქართან და მარილთან ერთად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ორეგანო ან ლიმონის წვენი). შეაზავეთ შავი პილპილით. გააჩერეთ მაცივარში ორიოდე საათი, რომ არომატები კარგად შეერიოს ერთმანეთს.
2. მოათავსეთ სალათის ინგრედიენტები დიდ თასში. მოასხით საკმაზი და აურიეთ. სურვილის შემთხვევაში მირთმევამდე გააჩერეთ სალათი ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით ან შედგით მაცივარში 1 საათით (ამ შემთხვევაში რამდენჯერმე აურიეთ).
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები