რუბრიკები
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი სვანეთში ხორციელდება (ვიდეო)
“მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, სვანეთში ხვნის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მესტიაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე გაეცნენ. “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით “ წელს მესტიის რაიონის 3828 ფერმერი სარგებლობს, აქედან ხვნის ბარათი 1912 ბენეფიციარმა მიიღო. მესტიის რაიონში უკვე მოხნულია 304 ჰექტარი მიწის ფართობი, დარჩენილი 32 ჰექტარი 10 ივნისამდე დამუშავდება. ხვნის სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად შპს „მექანიზატორის“ 6 ტრაქტორი ასრულებს. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის 101,235 ფერმერი იღებს მონაწილეობას, აქედან ხვნის ბარათი 70265 ბენეფიციარმა მიიღო. “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში “ მონაწილეობას 800 ათასამდე ფერმერი იღებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უკვე დამუშავდა 182 ათას 121 ჰა მიწის ფართობი. მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო, წელს პროგრამის ბოლო ეტაპია. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.