ინგრედიენტები:
ხაჭო - 500გ
არაჟანი - 5 ს.კ.
მანანის ბურღული - 2 ს.კ.
კვერცხი - 2-3 ც
შაქარი - 3 ს.კ.
ვანილის შაქარი - 1ს.კ.
ქიშმიში და გარგარის ჩირი - 75 გ
კარაქი - 1ს.კ.
მარილი
შაქრის პუდრა - მოსართავად
მომზადების წესი:
1.ქიშმიში და გარგარის ჩირი გარეცხეთ. ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20 წუთით.
2. ჯამში ჩაყარეთ მანანის ბურღული, დაამატეთ ნახევარი არაჟანი და აურიეთ, დატოვეთ ნახევარი საათით რათა გაფუვდეს.
3.ხაჭო აზილეთ, დაუმატეთ გაფუებული მანანის ბურღული არაჟანთან ერთად, შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი, კვერცხი და კარგად აურიეთ.
4. ქიშმიში და გარგარის ჩირი გააშრეთ, დაუმატეთ ხაჭოს მასა და და აურიეთ.
5.ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ხაჭოს მასა და ზედაპირი მოასწორეთ. ზემოდან წაუსვით დარჩენილი არაჟანი. გამოაცხეთ 40-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
6.გამზადებულ ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
დრო - 90 წუთი ულუფა - 8 კაცისთვის
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები