ლონდონი მსოფლიოში ტურისტების ყველაზე საყვარელ ქალაქად დასახელდა. ამის შეასხებ The Independent-ი Mastercard-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
ექსპერტების გათვლებით 2015 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს 18,8 მლნ ტურისტი ეწვევა და 13,3 მილიარდ ფუნტს (18,4 მლრდ ევრო) დახარჯავს.
ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1.ლონდონი
2.ბანგკოკი
3.პარიზი
4.დუბაი
5.სტამბოლი
6.ნიუ-იორკი
7.სინგაპური
8.კუალა-ლუმპური
9.სეული
10.ჰონკონგი
როგორც The Independent-ი აღნიშნავს, ლონდონი რეიტინგში უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციას ხუთჯერ იკავებდა.
სპეციალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ 2015 წელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 382, 9 მლნ ავიაგადაფრენას განახორციელებს. მოგზაურობის მოყვარულები 327 მლრდ ევროს დახარჯავენ.
მასალის გამოყენების პირობები