რუბრიკები
გიორგი სიგუას ამბიციური განაცხადი მსოფლიოს

ანაკლიაში, 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით GEM Fest გაიმართება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ GEM Fest ჩაფიქრებულია, როგორც მულტიფორმატის ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც დღეს გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში.

„გრძელ და მარტივ სახელწოდებაში – Georgian Electronic Music Festival იმალება gem - ძვირფასი ქვა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება. არსი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება ჩავატიოთ ერთადერთ ფრაზაში: „ეს აბსოლუტური ჯემია!“ (It’s an absolute gem!).

GEM Fest-ს ქმნის პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი, რომლის ანგარიშზეა არაერთი „რესპუბლიკა Kazantip“ და Exit-ის მასშტაბის წარმატებული პროექტი; GEM Fest სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მისი რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თაოსნობით.

8 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფესტივალის მონაწილე არტისტების მხოლოდ ერთი ნაწილი: Dubfire: Live Hybrid, Tiefschwarz, WhoMadeWho Live, David August Live, M.A.N.D.Y, Booka Shade, Radio Slave, Robosonic, Jan Krueger, Julian Perez, Alex Picone, Andre Crom, Anna Hanna, Anushka, Easy Changes, Gorje Hewek, Ian Pooley, Kolford, Maayan Nidam, Olga Korol, Roustam, Sammy Dee, Greenbeam&Leon, Bacho, Cobert, Tomma“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე თქმით, GEM Fest პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოსა და ქართულ ღირებულებებზე.

„მუსიკალური მხარის გარდა სხვადასხვა სოციალურ პროექტს განახორციელებს: ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების, გამომგონებლების დაფინანსება, ფესტივალის თითო ბილეთის ყიდვის შემთხვევაში 1 ლარი გადაერიცხება „სოლიდარობის ფონდს“, - ამბობენ ორგანიზატორები.

GEM Fest ის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებებილია Multi Pass-ის ან Single Pass ისშეძენის მეშვეობით.

Single Pass ერთჯერადი სამაჯურია შტრიხკოდით და იძლევა ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის და გამოსვლის უფლებას. Multi Pass — იძლევა საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტო შესვლა-გამოსვლის უფლებას 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. ის სამი სახის არსებობს, - 1. Classic Multi Pass. კლასიკური მულტიპასის ღირებულება შეიცვლება გაყიდვების სხვადასხვა სტადიაზე. ამ მომენტისთვის პრომო პერიოდია და ის 99 ლარი ღირს.

2. Full House Pass (კლასიკური მულტიპასი + საცხოვრებელი კარავში 2 პირზე საფესტივალო ტერიტორიაზე განთავსებულ კარვების ქალაქში). პრომო პერიოდში Full House Pass —ის ღირებულება 239 ლარია - ერთ და 338 ლარი ორ პირზე. 3. Diamond Pass იძლევა არაერთ ბონუსს: გარანტირებული სასტუმროს ჯავშანი (მაგრამ არ შედის ნომრის ღირებულება), ავტომობილით შესვლა ტერიტორიაზე (აქვაპარკამდე), ბექსთეიჯზე მოხვედრა, ვიპ-ლოჟები მთავარ სცენასთან, ვიპგასახდელები აქვაპარკში და ბევრი სხვა. Diamond Pass ღირებულება შეადგენს 1,000 აშშ დოლარს. მულტი პასის შეძენა შეიძლება - წინასწარ, ჩვენს პარტნიორ ვებგვერდზე www.eventer.ge - სალაროებში ფესტივალის ტერიტორიაზე. „GEM FEST ბუნებრივი სუბტროპიკული პეიზაჟების, კონცეპტუალური არქიტექტურის და არტობიექტების დეკორაციების ფონზე გაიმართება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 18 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე რამდენიმე მუსიკალური სცენა - 24/7 რეჟიმში და ასევე ღია ცის ქვეშ კინოთეატრი იფუნქციონირებს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.