ინგრედიენტები:
კვერცხი 2-3
ბეკონი 2 ფირფიტა
სოკო 2 ცალი
ისპანახის ფოთლები 1 მუჭა
მარილი და პილპილი
ხახვი 1/2 თავი
ყველი 2 ს.კ. გახეხილი
მომზადების წესი:
ისპანახი გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით. დაბრაწეთ ბეკონის ნაჭრები, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და სოკო. მოშუშეთ ერთად რამდენიმე წუთი. ბოლო წუთს დაამატეთ ისპანახი და სწრაფად აურიეთ.
პარალელურად ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ გახეხილი ყველი. დაასხით ეს მასა ტაფაზე და მაშინვე აურიეთ, რომ კვერცხი ქვემოთ მოექცეს. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ტაფას დაახურეთ თავზე და ამგვარად დაასრულეთ მომზადება.
2-3 კვერცხისთვის იდეალურია 12-14 სმ დიამეტრის ტაფა.
მასალის გამოყენების პირობები