ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი ავიაკომპანია Easyjet-ის თვითმფრინავიდან აგრესიული საქციელის გამო ჩამოსვეს. ინციდენტი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მოხდა. როგორც BBC-ი იუწყება, ლაინერი ინგლისში თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან ჩაფრინდა.
„წესრიგის დამცველებმა მგზავრი თვითმფინავიდან ჩამოიყვანეს. ამასთან მის მიმართ ოფიციალური საჩივარი არ მიუღიათ და და ის არ დაუპატიმრებიათ“ - განაცხადა პოლიციის პრეს-მდივანმა.
კომპანაიში განაცხადეს, რომ პოლიციას მომავალშიც შეატყობინებენ თავიანთი ავიალაინერების ბორტზე მსგავის ინციდენტების შესახებ.
ინოფორმაცია ქეით მოსის მხრიდან წესრიგის დარღვევი შესახებ არ კონკრეტდება.
ეს მოდელის მონაწილეობით პირველი ავიაინციდენტი არ არის. გასულ წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქეითმა ბოდრუმიდან ლონდონამდე უბილეთოდ იმგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები