ქვეწარმავლების გამრავლებასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციაზე იმსჯელეს დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე ის ღონისძიებები დაიგეგმა, რომლებიც ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში ქვეწარმავლების შეღწევას ხელს შეუშლის. ასევე გადაწყდა, რომ სპეციალური ხსნარით შეიწამლება ტერიტორიები, სადაც ქვეწარმავლები განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა გავრცელებული.
შეხვედრის მონაწილეებმა ის ადგილიც დაათვალიერეს, საიდანაც პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყება.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა საყურადღებოდ!
თქვენი საკარმიდამო ნაკვეთზე ან საცხოვრებელ ფართზე ქვეწარმავლების აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკეთ ნიომერზე 112 და სპეციალური ჯგუფი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
კოლხიდაში დევნილების 8 სულიან ოჯახში ქვეწარმავალი აღმოაჩინეს
მასალის გამოყენების პირობები