ინგრედიენტები:
ღია ყავისფერი შაქარი - 1/2 ჭიქა
წყალი - 1/2 ჭიქა
პიტნის ფოთლები
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი - 1/2 ჭიქა
ახალგამოწურული ლაიმის (ციტრუსოვანთა გვარის ნარინჯოვანთა ქვეოჯახის, ლიმონის მონათესავე მცენარე) წვენი - 3/4 ჭიქა
რომი - 150 მლ
მრგვალად დაჭრილი ფორთოხალი და ლაიმი
ყინულის კუბები
მომზადების წესი:
1.ქვაბში ჩაყარეთ ყავისფერი შაქარი, დაასხით წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დროდადრო ურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ჩაყარეთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი. გააჩერეთ 10 წუთით. გადაწურეთ, პიტნის ფოთლები გადაყარეთ.
2. ღრმა ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ ფორთოხლისა და ლაიმის წვენი, რომი და სიროფი.
3. ფორთოხლისა და ლაიმის ნაჭრები მოათავსეთ ჭიქებში. დაუმატეთ ყინულის კუბები და დაასხით კოქტეილი. მორთეთ პიტნის ფოთლებით.
დრო - 60 წთ; ულუფა - 8 პერსონისთვის
მასალის გამოყენების პირობები