Apple-ს თავის პროდუქციაში სიახლეები შეაქვს და iOS 9-ს მომხმარებლებს ცვლილებებეს სთავაზობს, რომლებიც თქვენს iPhone-ს სიტუაციასთან უფრო მორგებულს გახდის.
მაგალითად: თუ ყურსასმენებს შეუერთებთ თქვენს მობილურს, iPhone-ს ეკრანზე ავტომატურად გაიშლება თქვენი შექმნილი მუსიკალური ფლეილისტი და ყოველთვის, როდესაც სარბენად წახვალთ ან ქუჩაში იქნებით, ფლეილისტის მოძებნა აღარ მოგიწევთ.
iOS 9-ის ახალი სერვისი ასევე შეგახსენებთ სახლიდან გასვლის დროს, თუ არ გინდათ რომ სამსახურში ან ღონისძიებაზე დაიგვიანოთ.
თუმცა Apple-ის ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო სიახლეა, როდესაც თქვენი მობილური უცხო ნომრიდან შემოსულ ზარზე, მისი ავტორის სავარაუდო ვინაობას შემოგთავაზებთ. ამისთვის მობილური თქვენს ელექტრონულ ფოსტას გამოიყენებს. თუ პიროვნებას, რომელიც გირეკავთ არასდროს გამოუგზავნია თქვენთვის მეილი, ამ შემთხვევაში iPhone უცნობი ნომრის ავტორს ვერ გამოიცნობს.
APPLE საკუთარ მუსიკალურ სერვისს უშვებს, თვეში $10-ად
APPLE მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა
APPLE-მა სოციალური ქსელის შექმნაზე პატენტი აიღო
APPLE-ის ხელმძღვანელი თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს
APPLE-ის საათი მანქანის გასაღებს ჩაანაცვლებს
APPLE სმაილებში კანის 6 სხვადასხვა ფერი სპერსონაჟს დაამატებს
APPLE-ის ელექტრომობილები შესაძლოა 2020 წლისთვის ვიხილოთ
მასალის გამოყენების პირობები