სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ელერჯიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ელერჯია მის განთავისუფლებას რადიო "ათინათთან" საუბარში ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზები თავად მისთვისაც უცნობია. მისი განცხადებით მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება მას დევნილთა სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა, ირაკლი ქოჩუამ გადასცა. განცხადება ელერჯიამ პირველ მარტს მიიღო.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა გულუა რადიო "ათინათთან " საუბარში აცხადებს, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ელერჯიამ თანამდებობა სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
თუ ვინ და რა ფორმით იქნება შერჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე სამინისტრო ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები