ადვოკატი ჯიტა გულუა ბრალდებულის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს (ვიდეო)
16:57 / 10.06.2015
ადვოკატი ჯიტა გულუა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან 8 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ცოლის გაუპატიურებასა და ცემის ბრალდებით დაკავებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრების განცხადებები იყო აბსურდული და რეალობას მოკლებული.
„მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ რაც საზოგადოებამ მოისმინა, ეს იყო აბსურდული და ყოველგვარ ზღავრს გადასული სიცრუე. ყველას აქვს უფლება დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაიტაროს, მით უმეტეს, რომ მხარესთან საქმე გართულებულია. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 18 წლის გოგონა სიმართლეს ამბობს, მასზე წარმოუდგენელი ძალადობა განხორციელდა“, – თქვა ჯიტა გულუამ.
8 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულის დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრების თქმით, დაკავებული მოძალადე არ არის და სასამართლო დარბაზიდან მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ჟორჟოლიანის ოჯახი უკანონოდ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნაზეც საუბრობს, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა.
„ჩემმა ძმამ მ.ხ. ცოლად გასული წლის თებერვალში შეირთო. აღმოჩნდა, რომგოგონა ქალიშვილი არ იყო და სახლში გაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ძმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თითქოს მან ცოლთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა. ვითხოვთ, რომ ჩემს ძმას მოძალადის სტატუსი მოეხსნას, ისუდანაშაულოა“, – თქვა მაშინ დაკავებულის დამ ნესტან ჟორჟოლიანმა.
დავით ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6 -დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები