ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 200 გ
რძე - 2 ჭ
ნაღები - 1 ჭ
შაქარი - 3/4 ჭიქა
კაკაო - 1/4 ჭ
მარილი - 1/4 ჩაის კოვზი
სახამებელი - 1/4 ჩაის კოვზი
ზეთი - 1/4 ჭიქა
ვანილი
მომზადების წესი:
დაამტვრიეთ შოკოლადი, დაასხით ¾ ჭიქა რძე, ნაღები, შაქარი, კაკაო და მარილი.
დადგით დაბალ საშუალო ცეცხლზე. თან მოურიეთ ადუღებამდე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სახამებელს დაუმატეთ დარჩენილი რძე და დაასხით მასას.
გააჩერეთ ცეცხლზე ერთი წუთით, მუდმივად ურიეთ, დაუმატეთ კარაქი და კიდევ ერთი წუთით გააჩერეთ, ბოლოს დაუმატეთ ვანილი.
მასალის გამოყენების პირობები