ზუგდიდის რაიონში ბენეფიციარების ანკეტირება დასრულდა
11:19 / 11.06.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის პროცესი დაასრულა. ოთხ ჯგუფად დაყოფილი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის კომისია ორი კვირის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულიდან შემოსულ განცხადებებს, სადაც სამუშაო ჯგუფის მხრიდან ხდებოდა ბენეფიციარების მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და ოჯახების ანკეტირება. უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ 200-მდე ოჯახი შეამოწმა და მოახდინა კვალიფიკაციის მიხედვით ბენეფიციარების გადანაწილება. 2015 წელს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი იქნება ის 20 ბენეფიციარი, რომელთაც უკიდურესად მძიმე ყოფითი პირობები გააჩნიათ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები