შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული რაიბულ დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1960 წელს დაბადებულ ზაურ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზაურ გ. მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. რაიბულ დ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
მასალის გამოყენების პირობები