რუბრიკები
საზღვარგარეთ სასწავლო გრანტების მოძიებაში პროექტი ProGeorgia დაგეხმარებათ
საზღვარგარეთ სწავლა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ყველაზე მთავარი ხშირ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობაა. პროექტი ProGeorgia სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემით დაეხმარება. პროექტი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერაა დაფინანსებული და იგი სწავლის დაფინანსების მოძიებაში დაეხმარება მსურველებს. კერძოდ, საზღვარგარეთ სწავლისათვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის,ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ. საძიებო სისტემაში შეყვანილია ის დონორი პროგრამები/ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში რეგისტრირებულ დაწესებულებებზე. ორგანიზაციაში აცხდებენ, რომ დონორების არსებული სია შეიქმნა ვებ-რესურსების შესწავლის შედეგად. პროექტის განხორციელებისათვის ასევე გამოვიყენებულია ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში Erasmus+ ეროვნული სააგენტოებიდან, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საელჩოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებიდან. პროექტი ProGeorgia-ს იდეის ავტორი ლიკა ღლონტი აცხადებს, რომ სისტემა მიმდინარე წლის 22 აპრილიდან მოქმედებს და მისი ნახვა ყველას, ვებ-გვერდის http://progeorgia.ge საშუალებით შეუძლია. მისი ინფორმაციით, რამდენად წარმატებულია მათ ამის მონიტორინგი არ ჩაუტარებიათ, თუმცა, მიღებული წერილებიდან დადებითი გამოხმაურება აქვთ. ღლონტის ინფორმაციით, საქართველოში მსგავსი საიტი აქამდე არ არსებობდა, მისი შექმნის აცილებლებლომაც მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცახდებს, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არ დგას, თუმცა აუცილებელი იყო ერთიანი საძიებო სისტემა, რომელიც ამ ტიპის ინფორმაციას დალაგებდა და თავს მოუყრიდა. ჯანაშია აცხადებს, რომ ასეთი სისტემა ეხმარება ადამიანებს მოიძიონ უნივერსიტეტები, გაეცნობ სწავლის საფასურს,, მიმართულებას, ცნობადობას და ასე შემდეგ. მისივე განცხადებით, საქართველოში რაც უფრო მეტი საიტი თუ ბაზა იქნება ამისი, მით მეტად განვითარდება საქართვეოლოში განათლება და გაიზრდება საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.