მერიის ზედამხედველობის სამსახური ქვეწარმავლების კერების მონიტორინგსა და აღრიცხვას აგრძელებს.შესაბამისი სამსახურები ბუკიას ქუჩაზე მერიაში შემოსული წერილის საფუძველზე გავიდნენ. არსებული ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, მერიის წარმომადგენლებმა მდ.ჩხოუშისა და მდ.კუჩხობონის განაპირა ზოლში 10 მ-ის რადიუსით ტერიტორიის შემოწმება მოახდინეს და დააფიქსირეს ქვეწარმავლების კერები. შესწავლილი ტერიტორიის საერთო სიდიდემ 16 ჰა.შეადგინა.
უახლოეს დღეებში ქალაქის მერია ზუგდიდის პროფილაქტიკური დეზინფექციის სამსახურის აქტიური ჩართულობით აღნიშნულ ტერიტორიას სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაუტარებს.
მონიტორინგის ჯგუფმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კორპუსები და მე-10 საჯარო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა.
ქალაქის მერია მოგმართავთ თხოვნით, ქვეწარმავლების კერის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ნომერზე: 591 44 53 12 ან მისწეროთ მეილზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
მასალის გამოყენების პირობები