რუბრიკები
სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლი“–ს მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშნებელობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყება.
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ლიკა ქვარცხავას თქმით, „რუხი მოლი“ –სთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ძველი ნაგებობის დემონტაჟი ამ ეტაპისთვის თითქმის დასრულებულია.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი მუშა ხელი დასაქმდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები