რუბრიკები
„გამჭვირვალობა“ - სამეგრელოს რეგიონში პრემიის სახით 10 მილიონი ლარი გაიცა (ვიდეო)
2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. აქედან, ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10,7 მილიონი ლარი იქნა გაცემული. ანგარიში ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისში ჟურნალისტებს დღეს წარუდგინეს. „გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, მათ საჯარო ინფორმაცია  59 მუნიციპალიტეტიდანდა 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან გამოითხოვა. თუმცა, მათივე განმარტებით,  ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია  არ მიუღიათ და აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღნიშნულ მაჩვენებელს აღემატება. ანაგრიშის თანახმად, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ქვეყნის მასშტაბით მეოთხეა. 2012-2014 წლებში თბილისის მერიასა დასაკრებულოში ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტიგაიცა. თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს – 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს – 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 18,2 მილიონი. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკა: ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში 2012-2014  წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 18,1 მილიონი ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკაში წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება: 2012 წელს გაიცა – 6,3 მილიონი ლარი, 2013 წელს – 5,9 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 5,9 მილიონი ლარი. იმერეთში 2014 წელს გაცემული თანხების ოდენობა 2013 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ნაკლებია. ჯამში, 2012-2014 წლებში იმერეთში 12,6 მილიონი ლარი გაიცა პრემიისა და დანამატების სახით; აქედან 2012 წელს – 4,1 მილიონი, 2013 წელს – 5,2 მილიონი, 2014 წელსკი 3,2 მილიონი ლარი. სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10,7 მილიონი ლარი იქნა გაცემული, მათ შორის 2012 წელს – 3,4 მილიონი 2013 წელს – 3,5 მილიონი, ხოლო 2014 წელს კი 3,8 მილიონი ლარი. ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში საკვლევი პერიოდის მანძილზე 8 მილიონ ლარზე მეტი გაიცა: 2012 წელს 2,5 მილიონი ლარი, 2013 წელს 2,5 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 4 მილიონი ლარი. შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში გაცემული თანხის ოდენობამ 2012-2014 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: 2012 წელს 2 მილიონი გაიცა, 2013 წელს 3 მილიონი, 2014 წელს კი 2 მილიონი ლარი. კახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლებში კახეთის მუნიციპალიტეტში 6,6 მილიონი ლარი გაიცა. 2012 წელს – 170 ათასი ლარი, 2013 წელს – 2,6 მილიონი ლარი, 2014 წელსკი 2,2 მილიონი ლარი. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასი დანამატის სახით ჯამში 3,3 მილიონი ლარი გაიცა; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში კი 2,3 მილიონი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში – 1,1 მილიონი ლარი. გურიაშიც 2012-2014 წლებში პრემიის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გაიცა", - წერია  ანგარიშში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლის არჩილ თოდუას თქმით, პრემიების გაცემის შესახებ დადგენილება 71 მუნიციპალიტეტიდან 43 მუნიციპალიტეტმა მიიღო, თუმცა მიღებული დადგენილებები ხარვეზებს შეიცავს. „საჯარო მოხელეებზე პრემიები რა თქმა უნდა გაიცეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც თავიანთ უფლება-მოვალეობას განსაკუთრებულად კარგად შესარულებენ და  ჩვენ წერილობით უნდა გვქონდეს ამის შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია“, - თქვა არჩილ თოდუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.