მაშველებმა 25 წლის ზუგდიდელი გოგონას მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მარიამ ქუთელია ივლიტა ჯიბუტთან ერთად მდინარე ვერემ მაშინ გაიტაცა, როცა ჯიბუტის მეუღლე გოგონების გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდა.
ქუთელია მის მეგობართან ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან სტუმრად იმყოფებოდა. ისინი იმ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც მდინარე ვერემ გაიტაცა. წყალდიდობის დაწყების შემდეგ თავის გადარჩენის მიზნით სამივენი სახურავზე ავიდნენ, მაგრამ მდინარემ მაინც ჩაითრია და მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს.
მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ზუგდიდელ გოგონას ეძებენ
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები