ინგრედიენტები:
ცომისთვის:
შაქარი - 2/3 ჭიქა
ბანანი - 1 ან 2
მაგარი შავი ჩაი - 250 მლ
თაფლი - 2 ს.კ.
ფქვილი - 2ჭ
მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.
სოდა - 1ჩ.კ.
მარილი -1 მწიკვი
გულსართისთვის:
ფორთოხალი - 1ც
გარგარის ჩირი - 300გ
წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოსართავად.
მოადუღეთ მაგარი ჩაი. ბლენდერით ათქვიფეთ ბანანი, შაქარი, თაფლი, თბილი ჩაი, მცენარეული ზეთი და ერთი ჭიქა ფქვილი.
ერთი ჭიქა ფქვილს შეურიეთ მარილი, სოდა და დაუმატეთ მომზადებულ მასას. ბლენდერით კიდევ ერთხელ აურიეთ და ცომიც მზად არის.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
მოამზდეთ გულსართი: ნახევარი ფორთოხლის ქერქი წვრილ სახეზე გახეხეთ, ამოიღეთ რბილობი. გარგარის ჩირს დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შედეგ გადაღვარეთ სითხე და გარეცხეთ. ბლენდერში დააქუცმაცეთ გარგარის ჩირი ცედრასთან და ფორთოხალთან ერთად პიურეს მსგავს კონსტისტენციამდე.
გამომცხვარი ტორტის ბისკვიტი ჰორიზონტალურად გაჭერით 2-3 ფენად, ყველა ფენას წაუსვით გულსართი. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ფორთოხლითა და წვრილად დაჭრილი ნიგვზით.
მასალის გამოყენების პირობები