ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
„პატივს მივაგებთ 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები