ზუგდიდში დაგეგმილი ავტო და მოტომოყვარულთა შეჯიბრი, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, გადაიდო.
"თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისათვის. ჩვენი კლუბის სახელით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარის გამო. ამიტომაც Western Drivers Club-ის წევრებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება 20-21 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება გადავდოთ. ავტო და მოტომოყვარულთა შეჯიბრის ჩატარების თარიღი ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდება“, - აცხადებენ კლუბის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები