ინგრედიენტები:
უცხიმო ნაღები - 400 მლ
შაქარი - 2,5 ჭიქა
მარილი - ერთი მწიკვი
მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი - 4 ც
ნაღები ასათქვეფად -4 ჩ.ჭ
შესქელებული რძე - 150 მლ
ვანილის ექსტრაქტი - 1ჩ.კ.
ბანანის პიურე - 2 ჩ.ჭ.
მომზადების წესი:
1.ნაღები ქვაბით გააცხეელთ ცეცხლზე. დაამატეთ შაქარი და მარილი. მოურიეთ ვიდრე შაქარი არ გადნება. კვერცხს დაასხით ცხელი (არა მდუღარე) მცირე რაოდენობის ნაღები. აურიეთ, შემდეგ ეს ნარევი დააბრუნეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ ვიდრე არ გასქელდება.
2.ქვაბი ჩადგით ყინულებიანი წყლით სავსე ჭურჭელში, მოურიეთ 2 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, შესქელებული რძე და ვანილის ექსტრაქტი. გადააფარეთ პოლიეთილენის ფირფიტა და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
3.შემდეგ დაუმატეთ ბანანის პიურე, ჩაასხით სანაყინეებში და შედგით საყინულეში
ტირამისუს ნაყინის ტორტი
იტალიური ნაყინი “ჯელატო ჩოკოლატო”
როგორ მოვამზადოთ ნაყინი იტალიურად
მასალის გამოყენების პირობები