რუბრიკები
ქალაქის დასუთავების პრობლემებზე ისაუბრეს ზუგდიდის საკრებულოში
ქალაქის დასუფთავებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძის თქმით, ქალაქში განთავსებული ურნების რაოდენობა და  კვირაში ერთხელ „ზუგდიდდასუფთავების“ მაქანების მომსახურება, არ არის საკმარისი, რაც ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის მიზეზი ხდება. „ქალაქში თუ საკმარისი ბუნკერები არ არის, ისე მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ  დასუფთავების მანქანები ქუჩებში უფრო ხშირად შევიდეს და არა კვირაში ერთხელ“, - თქვა ანა წითლიძემ. ქალაქ ზუგდიდის მერიის აიპ „ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის უფროსი ნუგზარ მოლაშხია ნაგვის ბუნკერების ნაკლებობას ადასტურებს და მწირ ბიუჯეტზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, მერიამ ცენტრალურ მთავრობას ურნების მოთხოვნით უკვე მიმართა და პასუხს უახლოეს მომავალში ელოდებიან. „ჩემზე მეტად არავის სურს, რომ ქალაქი იდეალურად იყოს დასუფთავებული. მეტსაც გეტყვით, მინდა, რომ ნაგვის მანქანები მიწისქვეშ მოძრაობდნენ. ქალაქში 430-ზე მეტი ქუჩა გვაქვს და ყველგან 2-2  რომ დავდგათ, 1000- მდე გვჭირდება. რაც გვაქვს ის მოძველებულია.თითო ბუნკერის ღირებულება მინიმუმ 700 ლარია. აქედან გამომდინარე, საკმარისი რაოდენობის ურნების შესაძენად,  1 მილიონი ლარი დაგვჭირდება. რაც შეეხება კვირაში ერთხელ მანქანის ქუჩებში შესვლას, ესეც უდიდესი შრომის შედეგია“, - თქვა ნუგზარ მოლაშხიამ. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის აიპი „ზუგდიდასუფთავების 2015 წლის ბიუჯეტი 1300 მილიონ ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.