მერაბ ქვარაია ზუგდიდში ველობილიკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის (ვიდეო)
16:20 / 16.06.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქში ველობილიკების მშენებლობის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ველობილიკის მშენებლობასთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევა ჩაატარა და აღნიშნა, რომ შედეგი დამაიმედებელია.
„აღმოჩნდა, რომ ზოგან შესაძლებელია ტროტუარის გამოყენება, ზოგან - სავალი გზის ნაწილის . ჩვენ ამაზე თუ ვიმუშავებთ, მალე ზუგდიდს მოწესრიგებული ველობილიკები ექნება. ტრანსპორტის სამსახურს დავავალოთ, რომ ერთ თვეში პროექტი წარმოადგინოს და ამის შემდეგ ვიფიქროთ დაფინანსებაზე“, - თქვა მერაბ ქვარაიამ
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა დეპუტატებმა მოიწონეს და იდეის განხორციელებაში მხარდაჭერის პირობა მისცეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები