რუბრიკები
სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანურ რესურსს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს
ავსტრალიაში სამუშაოს 40 პროცენტს 2025 წლისათვის ტექნოლოგიები შეასრულებს, - ამის შესახებ ავსტრალიის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ახალ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით მილიონ სამუშაო ადგილას დიდი ალბათობით მომდევნო ათ წელიწადში შესაძლოა, ადამიანური რესურსი ტექნოლოგიებით ჩანაცვლდეს. ავსტრალიის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, სტეფან მარტინის განცხადებით, მსოფლიოში კიდევ ერთი ინდუსტრიული რევოლუციაა მოსალოდნელი და ის არა მხოლოდ დაბალანაზღაურებად, არამედ საშუალო ანაზღაურების სამუშაო ადგილებსაც შეეხება. "ჩვენი აღმოჩენით, სტომატოლოგები, ინჟინრების ნაწილი და შეიძლება, ითქვას გაზეთის რედაქტორები და ეკონომისტებიც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, იმის გამო, რომ ისინი საჭირონი აღარ იქნებიან", - აღნიშნა მარტინმა. ანგარიშის მიხედვით, ისეთი სამუშაო, რომელიც ნაკლებ შემოქმედობითობას, მობილობასა და სიმარჯვეს მოითხოვს, ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას. ვინაიდან მსგავს სამუშაოს წლების შემდეგ დიდი ალბათობით ტექნოლოგია შეასრულებს. ტექნოლოგიებმა ნაწილობრივ უკვე ჩაანაცვლა ადამიანური რესურსი წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სამთო-მოპოვებით სამუშაოებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.