ტელეარხ HBO-ს მეხუთე სერიის ფინალურმა ეპიზოდმა 14 ივნისს რეკორდი დაამყარა. აღნიშნული სერია ჯამში 8,1 მილიონმა ადამიანმა იხილა, რის შესახებაც გამოცემა „დედლაინი“ წერს.
წინა რეკორდი მეხუთე სეზონის პირველ სერიას ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოვიდა. საერთო ჯამში, მისი მაყურებლების რაოდენობამ 7,99 მილიონ ადამიანს მიაღწია.
წინა სეზონის ფინალის შედეგებთან შედარებით, ბოლო სეზონის რეიტინგი 14%-თ გაიზარდა. შესაბამისად, მეხუთე სეზონის ბოლო სერია „სამეფო კარის თამაშების“ ისტორიაში ყველაზე რეიტინგული გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში HBO-მ სერიალის ერთდროულად ორი სეზონით გაგრძელება დაგეგმა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე სეზონს, რომელიც 2016 წელს გამოვა, ნაწილობრივ ესპანეთში გადაიღებენ.
სამეფო კარის თამაშებმა“ მაფიას მოუგო!
ალექსანდრ სიდიგი „სამეფო კარის თამაშებში“ დორან მარტელის როლს ითამაშებს
ახალი რეჟისორები „სამეფო კარის თამაშებისთვის
სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელი საბავშვო წიგნს ახლიდან გამოსცემს
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების ჰონორარები გაიზრდება
მასალის გამოყენების პირობები