რუბრიკები
„მე მტკივა თბილისი“ - ქეთი მელუა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იმღერებს
"მე მტკივა თბილისი" - ამ სახელწოდებით ლონდონში, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო და გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ორგანიზებით მოეწყობა. როგორც ორგანიზატორებმა „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, აქციის ფარგლებში 21 ივნისს დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი . დაზარალებულთა დასახმარებლად მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ეკლესიის საბანკო ანგარიშით((HSBC Bank Sort Code: 40-06-25 , Account Number 21555138). 26 ივნისს კი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც მონაწილეობას ქეთი მელუა და მისი მეგობრბები მიიღებენ. ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი უმასპინძლებს დაზარალებულთა დახმარების მსურველებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიყიდება ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები. ამასთან, 19 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს საბჭოს წევრი მადონა ქობალია 9კ მარათონში იღებს მონაწილეობას, სადაც შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ. ლონდონში არესბული ქართული რესტორანი „თამადა“ კი გეგმავს საქველმოქმედო აქცია - წვეულებას. ღონისძიების პროგრამა უახლოეს მომავალში რესტორნის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. წყარო:რადიო ,,ფორტუნა''
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.