რუბრიკები
მიწისძვრის სიმულაცია ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში
15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის N 2-ე საბავშვო ბაღში მიწისძვრის სიმულაციური თამაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა და ასევე დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში. ხობში გამართულ შეხვედრაზე მოსულმა სტუმრებმა განაცხადეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვების პატარა ასაკიდან მომზადება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რისკები სტიქიური უბედურებების დროს და ბავშვებმა ბაღის ასაკიდანვე მიიღონ ცოდნა, თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტული სტიქიური შემთხვევების დროს. ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ განხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერები არიან „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი“ (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარება“ (Aktion Deutschland Hilft). თავად პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და მას მხარს უჭერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.