ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ ბაზაზე სპორტის მუზეუმი გაიხსნა. მას ხელმძღვანელობს ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებთან დაკავშირებულ ექსპონატებს 10 წელზე მეტია აგროვებს.
როლანდ მაქაცარიას თქმით, მუზეუმში ასობით ექსპონატია დაცული, მათ შორის ყველაზე ძველი 1951-1952 წლების ფეხბურთის აფიშაა.
„აქ არის სპორტის სხვადასხვა სახეობაში 50-70 წლის წინათ გაცემული თასები, ფოტოები და სხვადასხვა ნივთები. მათი 90% პირადად ჩემს მიერ არის შეგროვილი, დანარჩენი-მოქმედმა სპორტსმენებმა და გარდაცვლილი სპორტსმენების შთამომავლობამ გადმოგვცა“, - თქვა როლანდ მაქაცარიამ. სპორტის მუზეუმი ზუგდიდის გამგეობის წინ მდებარე შენობის მესამე სართულზეა განლაგებული.
„ჯერჯერობით აქ ვართ, თუმცა გვინდა, რომ მუზეუმი შენობის პირველ სართულზე იყოს განლაგებული და აქ შემოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს“, - ამბობს როლანდ მაქაცარია.
ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ სპორტის მუზეუმის განყოფილებაში ჯერ მხოლოდ ერთი - ხელმძღვანელის შტატია გახსნილი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები