თბილისში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი მარიამ ქუთელიას და ინდირა ზარანდიას ოჯახებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიუსამძიმრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაიაც.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. მარიამ ქუთელია ზუგდიდის მკვიდრია, ინდირა ზარანდია კი ხობის მუნიციპალიტეტსის სოფელ გურიფულიდანაა.
მასალის გამოყენების პირობები