13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ადამიანებს ზუგდიდში მდუმარე აქციით პატივი მიაგეს.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ეზოში მდუმარე აქცია გაიმართა.
მდუმარე აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები